ახალი ამბები

ბადრი ჯაფარიძე უარყოფს, რომ გახარია თიბისის დამფუძნებლებს წილების დათმობას სთხოვდა

18 თებერვალი, 2019 •
ბადრი ჯაფარიძე უარყოფს, რომ გახარია თიბისის დამფუძნებლებს წილების დათმობას სთხოვდა

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილი მას და მამუკა ხაზარაძეს გიორგი გახარიას მეშვეობით ბანკის წილების დათმობას სთხოვდა.

“აბსოლუტური სიცრუე არის. მსგავსი თხოვნა არ ყოფილა არავისგან”, – აღნიშნა ჯაფარიძემ ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის პასუხად პრესკონფერენციაზე, რომელიც მამუკა ხაზარაძესთან ერთად დღეს, 18 თებერვალს გაიმართა.

მანამდე “რუსთავი2”-მა გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ივანიშვილის დავალებით შეხვდა და მათ თიბისი ბანკის წილების დათმობა მოსთხოვა.

15 თებერვალს, ჟურნალისტებთან საუბრისას, ცნობა აღნიშნული შეხვედრის შესახებ  არც გახარიამ დაადასტურა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი