ახალი ამბები

კვიციანის თანახმად, შეყვარებული წყვილებისთვის დაარსდა “დემოგრაფიული ცენტრი”

18 თებერვალი, 2019 • 1476
კვიციანის თანახმად, შეყვარებული წყვილებისთვის დაარსდა “დემოგრაფიული ცენტრი”

“პატრიოტთა ალიანსი” ლიდერი, პარლამენტარი ემზარ კვიციანი იუწყება, რომ საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა ორგანიზაცია შეყვარებული წყვილების აღსარიცხად.

ორგანიზაციას ეწოდება “ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი”.

კვიციანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აპირებდა დაეფუძნებინა ორგანიზაცია ან ფონდიც, სადაც თანხას “ემიგრანტები ჩარიცხავენ და ეს ფული იმ შეყვარებულ წყვილებს მოხმარდება, რომლებიც უსახსრობის გამო ოჯახის შექმნას ვერ ბედავენ”.

“იქნებიან აგენტები, რომლებიც ივლიან, გაიგებენ… აღრიცხავენ, აღრიცხვაზე აიყვანენ და დაეხმარებიან”, – განაცხადა კვიციანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი