ახალი ამბები

მარგველაშვილი: რუსეთთან ურთიერთობის კურსი სწორია

7 აგვისტო, 2014 • • 948
მარგველაშვილი: რუსეთთან ურთიერთობის კურსი სწორია

ეს განცხადება სქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკაში” გააკეთა: 

 

“რუსეთთან გვქონდა პოზიტიური ძვრები, იმიტომ, რომ მიმდინარეობს სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა, მიმდინარეობს დიალოგი და ეს უკვე პოზიტივია. მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ ვხედავთ, რომ  ჯერჯერობით კონკრეტულ ლაპარააკმდე ჩვენი ურთიერთობა არ მივიდა. ამ კონტექსტში კურსი სწორია, კურსი შესანარჩუნებელია, მიუხედავად ჩვენი ძალიან მძიმე ტრავმებისა, რაც გადატანილი გვაქვს 2008 წლის ოკუპაციის დროს. რომ არ ყოფილიყო ის დაძაბულობა, რაც ახლა უკრაინაშია, ვფიქრობ, რომ უფრო პოზიტიური და წინ გადადგმული ნაბიჯები გვექნებოდა. თუმცა რეალუარდ დღეს ვერ ვიტყვით, რომ პრინციპულად საკითხი დაძრულია.”  


მარგველაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს წინაშე დგას რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ამოცანა: 


“პირველი, საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება საერთაშორისო არენაზე. ამას ემსახურება ჩვენი არაღარების პოლიტიკა, ამას ემსახუება ინტენსიური დიალოგი. მეორე – რუსეთთან მოვლენების დეესკალაცია და მცდელობა, რომ არსებული პორბლემები გადავიტანოთ განსჯად რაციონალურ ჭრილში. მესამე – ეს არის ზრუნვა მავთულხლართებს იქით დარჩენილ ჩვენს მოქალაქეებზე. მათ უნდა ვაჩვენოთ, რომ ურთიერთობა დიალოგით დალაგდეს და არასდროს არ მოხდეს დაპირისპირება.  ეს არის ის, რის წინაშეც ვდგავართ და რასაც ვანვითარებთ ჩვენს საერთაშორისო და საშინაო კონტექსტში.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი