სომხური მედიის ცნობით, სომხეთში აშშ-ის საელჩომ სომხური მედიაგამოცემის Aysor.am მიმართვის პასუხად განაცხადა, რომ აშშ სომხეთიდან სირიაში მისიის გაგზავნას მხარს ვერ დაუჭერს.
“ჩვენთვის სხვა ქვეყნების სირიაში ჰუმანიტარულ სიტუაციაზე რეაგირების სურვილი გასაგებია და ვიზიარებთ ახლო აღმოსავლეთში რელიგიური უმცირესობათა დაცვის საკითხში დაინტერესებას. ამის მიუხედავად, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს სირიის შეირაღებულ ძალებთან რაიმე ურთიერთობას, იმისგან დამოუკიდებლად, საუბარია მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევაზე თუ სამხედრო დახმარებაზე.
ჩვენ ასევე არ ვუჭერთ მხარს სომხეთსა და რუსეთს შორის ამ მისიაში რაიმე თანამშრომლობას. რუსეთი ასადის რეჟიმთან თანამშრომლობდა, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას კლავდა და ჰუმანიტარული კატასტროფის მიზეზი გახდა. რუსეთი გლობალურ არენაზე კვლაცავ აგრძელებს ასადის რეჟიმის დაცვას”, – ავრცელებს აშშ-ის საელჩოს განცხადებას სომხური მედია.
სომხეთის თავდაცვის მინისტრის, დავიდ ტონოიანის განცხადებით, აშშ-ს უპსუხებს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის სამხედრო მისია ალეპოს პროვინციაში გაემგზავრა. ამასთან, უწყების ცნობით, სომეხი სამხედროები მონაწილეობას არ მიიღებენ საომარ მოქმედებებში – “მათ წინაშე ჰუმანიტარული ამოცანები დგას”.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ერევანს გადაწყვეტილება მოუწონა და აღნიშნა, რომ სომხეთი პირველი ქვეყანა, რომელმაც სირიელების დახმარება გადაწყვიტა.
სომხეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ქვეყნის ოპოზიციურმა ძალებმა გააკრიტიკეს. მათი განცხადებით, რუსეთ-სირიის კავშირის მხარდაჭერა სომხეთის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობას დააზარალებს.
ზოგიერთი სომეხი პოლიტილოგის აზრით, ერევნის ნაბიჯი სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის ინტერესების გათვალისწინება და რუსეთზე დამოკიდებულება.
რუსეთი სირიის მთავრობის უმთავრესი საგარეო მოკავშირეა. მოსკოვმა ქვეყნის ტერიტორიაზე ავიადარტყმების განხორციელება 2015 წელს დაიწყო. ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ კამპანიის მთავარი მიზანი ISIS-ის შესუსტება იყო, თუმცა აშშ-ის ოფიციალურ პირებს მოსკოვი არაერთგზის დაუდანაშაულებიათ სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებაში. რუსეთი კი, თავის მხრივ, აშშ-ს სპელკულაციებში ადანაშაულებდა. სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას ვითარება ასადის ხელისუფლების სასარგებლოდ, არაერთ შემთხვევაში, სწორედ რუსეთის ჩარევით შეიცვალა.