ახალი ამბები

ადევნებაში ბრალდებულს 1-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

13 თებერვალი, 2019 •
ადევნებაში ბრალდებულს 1-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადევნებაში ბრალდებულ პირს 1-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის მაისში, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში, ჯ.ჯ.  სისტემატიურად ახორციელებდა ადევნებას ს.თ-ს მიმართ, დაჰყვებოდა მას და უკანონოდ უთვალთვალებდა.

ასევე, მობილური ტელეფონის და სოციალური ქსელის მეშვეობით დაზარალებულთან მისთვის არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის გამოყენებით ემუქრებოდა,” – წერია პროკურატურის განცხადებაში.

ბრალდებული 2018 წლის 27 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადევნება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი