ახალი ამბები

გაერო საქართველოს 2008 წლის კონფლიქტის დამრღვევების დასჯისაკენ მოუწოდებს

1 აგვისტო, 2014 • • 2617
გაერო საქართველოს 2008 წლის კონფლიქტის დამრღვევების დასჯისაკენ მოუწოდებს

ანგარიშის მიხედვით, კომიტეტის შეშფოთება ეხება კონფლიქტის კონტექსტში გაუჩინარებული ადამიანების საქმეებს, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ არაპროპორციულ თავდასხმებს, წამებისა და არაადამიანური მოპყრობისა და ქონების მითვისების ფაქტებს, რომლებიც შეიძლება ომის და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს წარმოადგენდეს.


რუსეთის ტანკები 2008 წელს © EPA/PAVEL WOLBERG
რუსეთის ტანკები 2008 წელს © EPA/PAVEL WOLBERG

“სახელმწიფო მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა ბრალდება, რაც ეხება ადამიანების იძულებით გაუჩინარებას, არაპროპორციულ თავდასხმას მშვიდობიანი ადამიანების წინააღმდეგ, უკანონო დაკავებას, წამებასა და არაადამიანურ მოპრყობას, კერძო საკუთრების განადგურებასა და მითვისებას, ეფექტურად და მიუკერძოებლად იქნას გამოძიებული, რათა სახელმწიფო მხარის იურისდიქციის შესაბამისად, დამრღვევები მათ შორის ბრძანების გამცემი პერსონები, დაისაჯონ”, – ნათქვამია კომიტეტის ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც 2008 წლის კონფლიქტს ეხება და აღნიშნულია, რომ ომის მსხვერპლი ადამიანები კომპენსაციებით უნდა იქნან უზრუნველყოფილი.


იძულებით გადაადგილებულ პირთა კარავი გორში © EPA/ZURAB KURTSIKIDZE
იძულებით გადაადგილებულ პირთა კარავი გორში © EPA/ZURAB KURTSIKIDZE


გაუჩინარებული ადამიანების ბედზე საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც საუბრობს. 2013 წლის დასაწყისში საქართველოს სახალხო დამცველმა  წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, აწარმოოს ეფექტიანი და ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გაუჩინარებულ პირთა სისხლის სამართლის საქმეებზე, ხოლო იმ ფაქტებზე, რომელზეც გამოძიება ჯერ არ დაწყებულა, უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება.


 

“საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, წლებია მათ მიმართავენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტისას და მომდევნო პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული ეთნიკურად ოსი პირების ადგილსამყოფელის დადგენასა და გაუჩინარების ფაქტების ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ. ამასთან ფიქსირდება ფაქტებიც, რომელიც უკანასკნელ წლებში გაუჩინარებულ საქართველოს მოქალაქეებს ეხება”, – აცხადებდა ომბუდსმენი.


მასალების გადაბეჭდვის წესი