“რუსეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შეჩერება არ ნიშნავს, საქართველოდან ექსპორტის აკრძალვას. რუსეთში საქართველოდან ექსპორტი 20% მაღალი ტარიფით არ დაიბეგრება, რადგან რუსეთს აქვს შეთანხმება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან, რომ ამ ტარიფზე მაღალი დაბეგვრის რეჟიმი არ გამოიყენოს.”
მიხეილ ჯანელიძის განცახდებით, რუსეთის მთავრობის დადგენილების პროექტის შესახებ, რომელიც საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შეჩერებას გულისხმობს, ინფორმაცია საქართველოს მთავრობამ რუსეთის პრესიდან შეიტყო:
“არანაირი ოფიციალური შეტყობინება არ მოსულა და წინასწარი კონსულტაციებიც არ ყოფილა ამ საკითხზე.”
მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რუსეთთან სავაჭრო, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობები:
“ამ მიმართულებით, ჩვენ ინტენსიურად ვმუშობდით წელიწადნახევრის განმავლობაში. ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ ებროავშირთან დადებული ხელშეკრულება არ აისახება რუსეთთან ურთიერთობაზე უარყოფითად. ჩვენ გვაქვს პარტინიორული ეკონომიკური ურთიერთობები, მათ შორის რუსეთთან.”
მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, ევროკავშირთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ რუსეთის მხარეს:
“ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესი, ღრმა და ყოვლისმომცველი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე ევროკავშირთან არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და არ ეწინააღმდეგება ჩვენს სავაჭრო- ეკონომიკურ პარტნიორებთან არსებულ ურთიერთობებს, მათ შორის რუსეთთან. საქართველოს შესაბამისი უწყების წარმომადგენლებს ჰქონდათ შეხვედრა რუსეთის ნხარესთან, სადაც იყოს ასოცირების შეთანხმების თაობაზე საუბარი. მათ საქართველოს მთავრობამ განუმარტა, რომ ღრმა და ყოვლისმოცველი თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.”
რუსეთის საინფორმაციო სააგენტო რია-ნოვოსტის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციამ შეიმუშავა სამთავრობო კანონპროექტი რუსეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანმების შეჩერების თაობაზე.
როგორც პროექტის დადგენილებაშია ნათქვამი, საქართველოსთან 1994 წლის 3 თებერვალს ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოქმედების შეჩერება რუსეთის შესაბამის უწყებებთან არის შეთანხმებული – საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროებთან.
2014 წლის 7 ივლისს პრაღაში ქრთულ–რუსული არაფორმალური დალოგის ფარგლებში საინფორმაციო–საექსპერტო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართვე–ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესაძლო გავლენა საქართველო–რუსეთის სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობებზე და შესაბამისი ტექნიკური საკითხები.
