ახალი ამბები

ტენდერით რუსული თაფლის შემომტან კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცეს

30 იანვარი, 2019 • 1400
ტენდერით რუსული თაფლის შემომტან კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცეს

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ დისკვალიფიკაცია მისცა კომპანიას, რომელიც თაფლის შემოტანას რუსეთიდან გეგმავდა. სატენდერო კომისიის ინფორმაციით, სპეციალურად შექმნილმა ტექნიკურმა ჯგუფმა მიიჩნია, რომ  რომ  შპს „ვ.ტ“-ს მიერ წარმოდგენილი თაფლი არ შეესაბამება სატენდერო  მოთხოვნებს, შესაბამისად, კომპანია დისკვალიფიკაციას ექვემდებარება.

კონსოლიდირებულ ტენდერში, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და შსს-ს უწყების დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურებისთვის 73.2 ტონა თაფლის შესყიდვას ითვალისწინებს, ჯერჯერობით უცნობია, რამდენმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, თუმცა ყველაზე დაბალი ფასი  შპს ვ.ტ-მ წარადგინა (1 კგ. 14 ლარი), რომელსაც ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, რუსული კომპანიის, შპს “აპიდეის” თაფლი უნდა შემოეტანა.

კონსოლიდირებული ტენდერის  დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიას თაფლის ნიმუში უნდა წარედგინა, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდებოდა. ამ მოთხოვნის შესაბამისად, კომპანიამ წარადგინა ნატურალური თაფლის ნიმუში, თუმცა სატენდერო კომისიამ მიიჩნია, რომ  თაფლი არ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი