ახალი ამბები

ჯონ ბოლტონი გუაიდოს აღიარების გამო ბახტაძეს მადლობას უხდის

30 იანვარი, 2019 • 742
ჯონ ბოლტონი გუაიდოს აღიარების გამო ბახტაძეს მადლობას უხდის

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვენესუელის გარდამავალი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს აღიარების გამო მადლობას უხდის.

ბოლტონი  აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ საუბრობს.

“გუშინ ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ ბახტაძეს, რომ გამომეხატა მადლიერება საქართველოს მიერ ვენესუელის გარდამავალი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს ცნობასთან დაკავშირებით. ჩვენ განვიხილეთ სხვა მნიშვნელოვანი ორმხრივი საკითხები, მათ შორის, უსაფრთხოების მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობის გაზრდის დაჩქარებაზე”, – წერს ბოლტონი Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ხუან გუაიდო ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად აღიარა.

ამავე თემაზე:

გუაიდო VS მადურო: ვინ ვისკენაა მსოფლიოს გარშემო?

მასალების გადაბეჭდვის წესი