თქვენი შემოსავლის მართვის საუკეთესო გზაა მოაწყოთ საკუთარი ან საოჯახო აღრიცხვის პროგრამა. დღეს ხელმისაწვდომია უამრავი აპლიკაცია და სხვა დამგეგმავი საშუალებებები.
თქვენ გააკონტროლებთ დანახარჯებს, მაშინ, როდესაც დაიწყებთ იმის ჩაწერას, თუ რას ყიდულობთ. დაწერეთ თქვენი შემოსავალი, დაგეგმეთ ხარჯი და გააანალიზეთ შედეგები. რამდენიმე თვეში მიხვდებით, სად ხარჯავთ ძალიან ბევრ ფულს და სად ზოგავთ. აღრიცხვის ჩანაწერები დაგეხმარებათ გაიგოთ რამდენის გადანახვას შეძლებთ უფრო დიდი შენაძენისთვის. გაეცანით საოჯახო აღრიცხვის სხვადასხვა საშუალებებს და აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად ესადაგება თქვენს საჭიროებებს!
1. რვეული
ყველაზე კარგი საშუალება თქვენი ხარჯების თვალისდევნებისთვის არის ჩაწერა. შეგიძლიათ გამოიყენოთ უბრალო რვეული, ბლოკნოტი ან დღიური. ბლოკნოტი და პასტა ყოველთვის თქვენს ხელთაა, რათა მომენტალურად ჩაინიშნოთ დანახარჯები. ვინაიდან მუდმივად დაგჭირდებათ ფასების დამატება კალკულატორის გამოყენებით, გთავაზობთ იმუშაოთ ყოველ კვირა, ვიდრე თვეში ერთხელ. ამ გზით თქვენი ანგარიშები იქნება ზუსტი და უფრო სწრაფად დაასრულებთ.
2. Microsoft Excel
Excel არის ადვილად ასათვისებელი და გამოსაყენებელი კომპიუტერული პროგრამა საოჯახო ანგარიშების წარმოებისთვის. ის განსაკუთრებით მოსახერხებელია გამოთვლებისთვის, რადგან ასრულებს სხვადასხვა მათემატიკურ ოპერაციებს და წარმოადგენს ვიზუალურ შედეგებს: გრაფიკებს, დიაგრამებს და ა.შ. ამ პროგრამის გამოსაყენებლად ინტერნეტ კავშირი არ არის საჭირო. გირჩევთ იპოვოთ რჩევები და ინსტრუქციები თქვენი ცოდნის გასაუმჯობესებლად ან განსაახლებლად.
3. საბუღალტრო აპლიკაციები
დღეს ინტერნეტით ხელმისაწვდომია საბუღალტრო პროგრამები. ძირითადი ვერსიების გადმოწერა უფასოდ შეიძლება. უბრალო პროგრამები საკმარისია ადვილი ფასების გამოსაანგარიშებლად. დანახარჯები უნდა იქნეს შეტანილი პროგრამაში მისი შემქმნელის მიერ მოწოდებული ალგორითმების თანახმად.
4. მეოთხე გზა – ინტერნეტ ბუღალტერი
ოჯახის დანახარჯის ანგარიში ინტერნეტ სერვისებითაცაა შესაძლებელი, რომლებიც ზუსტად ამ დანიშნულებით შექმნეს. მთელი მასალა ინახება დეველოპერის სერვერში და არა თქვენს კომპიუტერში. არ გჭირდებათ არანაირი პროგრამის გადმოწერა. გარდა ამისა, ამ პროგრამაში შესვლას კომპიუეტრით მსოფლიოს ნებსმიერი ადგილიდან შეძლებთ.
ყოველთვის შეუძლებელია ყველა ხარჯის გათვალისწინება. დგება დრო, როცა დიდი შენაძენი აუცილებელია. ასეთ სიტუაციებში, შეიძლება სწრაფმა სესხმა გადაგარჩინოთ. სესხის მიღება 1 საათზე ნაკლებ დროში შეგიძლიათ, და მაინც Gudriem.lv გირჩევთ ერთმანეთს შეადაროთ საკრედიტო შემოთავაზებები და შეაფასოთ სესხის დაფარვის შესაძლებლობები.
სწრაფი სესხი – აირჩიეთ საკრედიტო შემოთავაზება საუკეთესო პირობებით და არ დაგავიწყდეთ მისი საფასურის საოჯახო ანგარიშებში შეტანა.

