ახალი ამბები

ძველი თბილისის ნაწილს დღეს, 23 საათიდან წყალი შეუწყდება

18 ივლისი, 2014 • • 1126
ძველი თბილისის ნაწილს დღეს, 23 საათიდან წყალი შეუწყდება

დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 18 ივლისის 23:00 საათიდან 19 ივლისის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

 

რუსთაველის გამზირს, ძმები კაკაბაძეების, ეკ. გაბაშვილის, ზალდასტანიშვილის, ზანდუკელის,  ვ.სარაჯიშვილის, რ.ლაღიძის, მ.ლაღიძის, მესხიას, ვ.აბაშიძის, ჭანტურიას, შავიშვილის, გულაშვილის, ფურცელაძის, ვაჩნაძის, გრ.აბაშიძის, ქიაჩელის, ახვლედიანის, იაკობ ნიკოლაძის, ეკალაძის, უშანგი ჩხეიძის, მარჯანიშვილის (N1 – N18), 8 მარტის, რიწის, არსენას, ალ.ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ზუბალაშვილების, აბაკელიას, ბესიკის, კოტეტიშვილის, შევჩენკოს, ჟვანიას, ჟორდანიას, ზიჩის, იაშვილის, თაბუკაშვილის, ბროსეს, ჯამბულის, ვირსალაძის, ბარათაშვილის, ნაკაშიძის, ნიშნიანიძის, ჩახრუხაძის, იეთიმ გურჯის, ვერცხლის, დიუმას, ლესელიძის, ყავლაშვილის, ტყავის, ერეკლე II-ის, სიონისა და შარდენის ქუჩებს, რკინისა და ბამბის რიგებს.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აცხადებს, რომ სამუშაოების ჩატარების შემდეგ წყალმომარაგების აღდგენა მოხდება ეტაპობრივად, 19 ივლისის 06:00 საათიდან, დაზიანების აღდგენითი სამუშაოების დასრულებისთანავე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი