ახალი ამბები

44-მა დეპუტატმა არ გაიარა რეგისტრაცია პარლამენტში, სადაც ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია უნდა მოხდეს

18 ივლისი, 2014 • • 956
44-მა დეპუტატმა არ გაიარა რეგისტრაცია პარლამენტში, სადაც ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია უნდა მოხდეს

ფრაქცია “ქართული ოცნება–კონსერვატორებიდან” რეგისტრაცია არ გაუვლია ორ დეპუტატს, ესენი არიან მერაბ კაჭახიძე და ზვიად ძიძიგური; უპარტიო დამოუკიდებელი დეპუტატებიდან სამ დეპუტატს: გოგი ლიპარტელიანი, ენზელ მკოიანი და გოდერძი ბუკია; უფრაქციოებიდან ორ დეპუტატს: დავით ბეჟუაშვილი და მარიკა ვერულაშვილი. 

 

ფრაქცია “ქართული ოცნება–მრეწველებიდან” რეგისტრაცია არ გაუვლია დემურ ბაშელეიშვილს, ხოლო “ნაციონალური მოძრაობა – რეგიონების” ფრაქციიდან – ვახტანგ ლემონჯავას, დავით დარცმელიძეს და გიორგი ღვინიაშვილს. “ქართული ოცნების” ფრაქციიდან ექვსი დეპუტატს: კარლო კოპალიანი, გოგლა ჟვანია, გია ჟორჟოლიანი, ალექსანდრე თამაზაშვილი, ვალერი გელაშვილი და ერეკლე ტრიპოლსკი.

 

“ქართული ოცნება–დემოკრატების” ფრაქციიდან რეგისტრაცია არ გაუვლია სამ დეპუტატს: ირაკლი ჩიქოვანი, დავით ონოფრიშვილი და გელა სამხარაული.  “ნაციონალური მოძრაობა–მაჟორიტარებიდან” ზაზა კედელაშვილს და ანული ჯანაშიას არ გაუვლიათ რეგისტრაცია, ხოლო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობიდან” რეგისტრაცია არ გაუვლია 22 დეპუტატს: ლევან ბეჟაშვილი, დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე, როლანდ ახალაია, კობა ნაყოფია, ხათუნა გოგორიშვილი, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი ვაშაძე, გიორგი კარბელაშვილი, გივი თარგამაძე, პაატა ლეჟავა, დავით საყვარელიძე, რამაზ ნიკოლაიშვილი, ირმა ნადირაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, აკაკი მინაშვილი, შოთა მალაშხია, მიხეილ მაჭავარიანი, ლევან ქარდავა, ყიფშიძე ნიკოლოზი, გიგი წერეთელი და ნუგზარ წიკლაური.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი