ახალი ამბები

ავიაკატასტროფის გამოძიების საქმეში ობამა უკრაინას ამერიკელი ექსპერტების ჩართვას სთავაზობს

18 ივლისი, 2014 • • 1319
ავიაკატასტროფის გამოძიების საქმეში ობამა უკრაინას ამერიკელი ექსპერტების ჩართვას სთავაზობს

თეთრი სახლის ინფორმაციით, პოროშენკოსთან სატელეფონო საბარში აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ყველა მტკიცებულების ხელუხლებლად დატოვების მნიშვნელობას, სანამ საერთაშორისო გამომძიებლებს ტრაგედიის ყველა ასპექტის შესწავლის საშუალება არ მიეცემათ. 

 

ობამა ტელეფონით ასევე დაუკავშირდა მალაიზიის პრეზიდენტს და მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა. 

 

ბარაკ ობამა (c)EPA/MICHAEL REYNOLDS
ბარაკ ობამა (c)EPA/MICHAEL REYNOLDS

მალაიზიის ავიახაზების დამწვარი ბოინგი, ტრაგედია უკრაინაში (c)EPA/ALYONA ZYKINA
მალაიზიის ავიახაზების დამწვარი ბოინგი, ტრაგედია უკრაინაში (c)EPA/ALYONA ZYKINA

მალაიზიის ავიახაზების კუთვნილმა თვითმფრინავმა, რომელიც ამსტერდამი–კუალა–ლუმპურის ავიარეისს ასრულებდა, გუშინ, 17 ივლისს რუსეთ–უკრაინის საზღვართან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს ბუკით ჩამოაგდეს 10 კილომეტრის სიმაღლიდან. “ბიბისის” ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 295 ადამიანი იმყოფებოდა – 280 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი დაიღუპა. უკრაინელი სამხედროები და რუსი ბოევიკები დონეცკთან მალაიზიის თვითმფრინავის კატასტროფაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. 

 

ბი-ბი-სის ინფორმაციით, ბრიტანეთი დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა, ხოლო ვლადიმირ პუტინმა კი განაცხადა: 

 

“ეს ტრაგედია არ მოხდებოდა, თუ ამ მიწაზე სიმშვიდე იქნებოდა და სამხედრო მოქმედებები არ განახლდებოდა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით”.

 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ტერიტორიის ამ წერტილში (დონეცკთან) პრორუსი მებრძოლები უკრაინის არმიას ებრძვიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი