ახალი ამბები

ჭონქაძისა და მის მკვეთ ყველა ქუჩაზე თებერვლის ბოლომდე მოძრაობა შეიზღუდება

17 იანვარი, 2019 • 2548
ჭონქაძისა და მის მკვეთ ყველა ქუჩაზე თებერვლის ბოლომდე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის სარემონტო სამუშაოების გამო, 17 იანვრიდან თებერვლის ბოლომდე, აღნიშნულ ქუჩასა და მის მკვეთ ყველა ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

პოლიციის განცხადებით, ავტომანქანებს გადაადგილება შეეძლებათ შემდეგი მიმართულებით:

  • მთაწმინდის ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩაზე გამომავალი ნაკადი იმოძრავებს ჩიტაძის ქუჩაზე;
  • ამაღლების ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩაზე შესვლა სრულად აიკრძალება – ავტომანქანები იმოძრავებენ გერგეთის ქუჩის გავლით, სასურველი მიმართულებით. გერგეთის ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩაზე ჩამომსვლელი ავტომანქანები კი ამაღლების ქუჩით ისარგებლებენ;
  • გ.ლორთქიფანიძის ქუჩიდან ამომსვლელი ავტომანქანები იმოძრავებენ მხოლოდ ამაღლების ქუჩის მიმართულებით;
  • ასევე, დროებით აიკრძალება ჭონქაძის ქუჩაზე შესვლა ჩაიკოვსკის ქუჩის გავლით;
  • გერგეთის ქუჩიდან ჩამომსვლელი ნაკადი კი იმოძრავებს მხოლოდ ამაღლების ქუჩით, სასურველი მიმართულებით.
  • აღნიშნულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.

გარდა ამისა, რეაბილიტაციის გამო თბილისში ვახუშტის ხიდი ნაწილობრივ ჩაიკეტება. აღნიშნულ ხიდს, რომელიც წერეთლის გამზირს სააკაძის მოედანთან აკავშირებს, კახა კალაძის თქმით, 4-5-თვიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

რეაბილიტაციის გამო თბილისში ვახუშტის ხიდი ნაწილობრივ ჩაიკეტება

მასალების გადაბეჭდვის წესი