ახალი ამბები

რეაბილიტაციის გამო თბილისში ვახუშტის ხიდი ნაწილობრივ ჩაიკეტება

16 იანვარი, 2019 • 4006
რეაბილიტაციის გამო თბილისში ვახუშტის ხიდი ნაწილობრივ ჩაიკეტება

კახა კალაძის თქმით, მერია ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციის პროექტს იწყებს. ხიდს, რომელიც წერეთლის გამზირს სააკაძის მოედანთან აკავშირებს, კალაძის თქმით, 4-5-თვიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

როგორც ნეტგაზეთს მერიაში უთხრეს, ამჯერად მოსამზადებელი ეტაპი მიმდინარეობს, რისი დასრულების შემდეგაც რეაბილიტაცია დაიწყება. მათივე ინფორმაციით, ჯერჯერობით ბოლო დეტალები ზუსტდება.

“ამ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი კონსტრუქციის, სავალი ნაწილის, სადეფორმაციო ნაკერების, რკინა-ბეტონის, თვალამრიდების და ასევე გარე განათების ქსელის, ხიდთან მისასვლელის, სანიაღვრე ჭების, დაზიანებული კედლების რეაბილიტაცია და სანაპირო ბურჯების დასუფთავება. დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაში გაგრძელდება ეს სამუშაოები იმიტომ, რომ არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია ეს ხიდი და რეაბილიტაცია აუცილებელია,” – თქვა კალაძემ დღეს, 16 იანვარს გამართულ დედაქალაქის სხდომაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი