ახალი ამბები

პროკურორი ნანა ხუნჯუა საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

16 იანვარი, 2019 • 1276
პროკურორი ნანა ხუნჯუა საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

დღეს, 16 იანვარს, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე, ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით, საბჭოს ახალ თავმჯდომარედ პროკურორი ნანა ხონჯუა აირჩიეს.

პროკურატურის ინფორმაციით, საბჭოს სხდომაზე ორი კანდიდატურა დასახელდა: ადვოკატი ირმა ჭკადუა და პროკურორი ნანა ხუნჯუა. მან ხმათა უმრავლესობით (12 ხმა), საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი 2 წლის ვადით დაიკავა.

საპროკურორო საბჭოს წევრთა განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანი იყო ორი გარემოება – თავმჯდომარე ყოფილიყო გამსვლელი პროკურორი. ამასთან, წევრები ამ გადაწყვეტილებით მიესალმებიან პროკურატურის საქმიანობაში ქალთა როლის გაძლიერებას.

საქართველოს ახალი კონსტიტუციით, მთავარი პროკურატურა გენერალურ პროკურატურად გარდაიქმნა და პროკურატურის შესახებ ორგანული კანონი ამოქმედდა, ხოლო იუსიტიციის მინისტრს საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია ახალი თავმჯდომარის არჩევამდე შეუნარჩუნდა. კანონმდებლობის მიხედვით, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე საბჭოს შემადგენლობიდან ირჩევა. საბჭოს ნებისმიერ წევრს შეუძლია კენჭისყრაზე წარადგინოს როგორც საკუთარი, ასევე, საბჭოს სხვა წევრის კანდიდატურა. ამასთან, რამდენიმე წევრს აქვს უფლება, თავმჯდომარის პოზიციაზე დაასახელოს საბჭოს რომელიმე წევრი.

ახალი კანონმდებლობით, იუსტიციის მინისტრი საბჭოს წევრი აღარ იქნება. თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ნანა ხუნჯუას საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი