ახალი ამბები

აჭარის ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს ხულოში აპარატურა დაუზიანეს

12 ივლისი, 2014 • 1156
აჭარის ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს ხულოში აპარატურა დაუზიანეს

„სამის ნახევარიანი ჩართვის წინ, ჩართვამდე რამდენიმე წუთით ადრე დაგვიზიანეს აპარატურა. თეთრი ფერის სამარშრუტო ტაქსი ჩართვის კაბელს გამოედო. მივედით, მძღოლს ვთხოვეთ გადმოსულიყო ტრანსპორტიდან. მძღოლმა გვითხრა „ფეხებზე მკიდია თქვენი ტელევიზიაო“, დააჭირა გაზს ფეხი და წავიდა. შედეგად, გადმოვარდა აპარატურა და დაზიანდა,“  – ამბობს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი ჯენი კვანტალიანი.

 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის გაუფრთხილებლად დაზიანებას გულისხმობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი