11 იანვარს ვანის ერთ-ერთ რესტორანში შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის თანამშრომლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს;
ამასთან, ფაქტის შესწავლა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, — უწყებამ, რომელიც სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლების გადაცდომებს სწავლობს.
შსს-ის ცნობითვე, ინციდენტის მონაწილე სამართალდამცველებს სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ.