“მე არ ვიცი, [იუსტიციის უმაღლეს] საბჭოს რა ჰგონია, რა გაიგო იმ პროცესებიდან, რაც პარლამენტში მიდის, მგონი ვერაფერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ შემდეგში — მათი წარმოდგენილი 10 კაციანი სია არ გავა”, — დაწერა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადების პასუხად.
მიქაუტაძემ 12 იანვარს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ “უზენაეს სასამართლოში უნდა იყოს მინიმუმ 28 მოსამართლე. დღეს არის მოქმედი 10 მოსამართლე. წარდგენილია – 10. ბუნებრივია, რომ ეს წარმოდგენილი 10 კანდიდატურა არაა საკმარისი. კიდევ იქნება. რა თქმა უნდა, იუსტიციის საბჭოს აქვს რესურსი პარლამენტს კიდევ წარმოუდგინოს კანდიდატურები, ეს საჭიროებაც არსებობს და ბუნებრივია ასე იქნება”.
ჩუგოშვილის თანახმად, მოსამართლეების კანდიდატების მოსამართლეების შერჩევის პროცედურას შექმნის პარლამენტი, და მხოლოდ ამის შემდეგ იმსჯელებენ ისინი წარმოდგენილ 18 კანდიდატურაზე.
12 იანვარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრის გამართული შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიღებულია “არსებითი პოლიტიკური გადაწყვეტილება”, — ჯერ მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმები და პროცედურა შემუშავდება, შემდეგ კი მოსამართლეების განახლებულ სიას წარმოადგენენ.
გაიგეთ მეტი:
შემუშავდება მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმები, წარმოდგენილი იქნება განახლებული სია — კობახიძე
შემუშავდება მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმები, წარმოდგენილი იქნება განახლებული სია — კობახიძე