შეგახსენებთ, რომ 10 ივლისიდან 13 ივლისის ჩათვლით ექსპო ჯორჯიას  IV პავილიონში პროკრედიტ ბანკის 80-მდე კლიენტი დამთვალიერებელს საკუთარ პროდუქციას სპეციალური ფასდაკლებით წარმოუდგენს!

 

საგამოფენო სივრცე 3 ძირითად  ნაწილად დაიყოფა: საქართველოში წარმოებული, სასოფლო-სამეურნეო და იმპორტირებული   პროდუქცია. შესაბამისად, დამთვალიერებელს საშუალება ექნება შეიძინოს  პროდუქტები როგორიცაა თაფლი, ყავა, რძის პროდუქტები, ღვინო, ჩურჩხელა ასევე წიგნები, სათვალები, ავტომანქანა, თეთრეული, საკანცელარიო საქონელი და ასე შემდეგ. მიიღოს ფასდაკლება  სამშენებლო მასალებზე, ავეჯზე, აუზებსა და მასთან დაკავშირებულ  აქსესუარებზე, ცხოველთა საკვებზე  და სხვა საინტერესო  მასალაზე.

 

ნატო ბოჭორიშვილი, პროკრედიტ ბანკის მარკეტინგის განყოფილების უფროსი: “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობა და ვცდილობთ, ჩვენი ბიზნესკლიენტების საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ეფექტური ღონისძიებები დავგეგმოთ. სწორედ ეს არის საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა, რომ შენ, როგორც ბანკი არ შემოიფარგლები მხოლოდ სესხის გაცემით და ურთიერთობა ფინანსურ ინსტიტუტსა და კლიენტს შორის კრედიტით განსაზღვრული თანხის ათვისების შემდეგაც გრძელდება. რადგან რეკლამა და მარკეტინგი გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ხოლო ადგილობრივი კომპანიების დიდი ნაწილს არ აქვთ შესაძლებლობა, რომ ასეთი აქტივობა აწარმოონ, პროკრედიტ ბანკმა გადაწყვიტა ეს ხარჯი თავად გაიღოს და ბიზნესს პოპულარიზაციაში დაეხმაროს”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *