ნეტგაზეთი | სალომე ზურაბიშვილი შეწყალების კომისიას ახალი წევრებით დააკომპლექტებს სალომე ზურაბიშვილი შეწყალების კომისიას ახალი წევრებით დააკომპლექტებს – Netgazeti

სალომე ზურაბიშვილი შეწყალების კომისიას ახალი წევრებით დააკომპლექტებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების საკითხთა კომისიასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაიწყო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, იგეგმება კომისიის ახალი წევრებით დაკომპლექტება და ეს არის “ჩვეულებრივი პროცესი”.

“პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ კომისია რამდენიმე წევრმა უკვე დატოვა. პრეზიდენტი მადლობას უხდის კომისიის ყველა წევრს გაწეული სამსახურსითვის”, – ნათქვამია ადმინისტრაციის 3 დეკემბრის განცხადებაში.

შეწყალების კომისია უკვე დატოვა ხელმძღვანელმა ზვიად ქორიძემ და ერთ-ერთმა წევრმა ეკა გიგაურმა, რომელმაც ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა:

“მე ჯერ კიდევ მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს, კომისიის ბოლო სხდომის შემდეგ, ნოემბერში თავად დავწერე განცხადება (კომისიის სხვა რამდენიმე წევრიც აპირებდა იგივეს, თუ არ ვცდები ) და 5-წლიანი მუშაობის შემდეგ დავტოვე კომისია.

“წარმატებას ვუსურვებ კომისიის ახალ წევრებს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ამ კომისიაში მუშაობა, რადგან გადაწყვეტილებას იღებ იმაზე, მისცე თუ არა ცხოვრების ახლებურად გაგრძელების შანსი კონკრეტულ ადამიანებს ისე, რომ არ იცი, ამ შანსს გამოიყენებენ თუ არა” – წერს გიგაური.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.