საქართველოს პრექზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები ასარჩევად წარუდგინა. კანდიდატებს შორის, რომელიც ზურაბიშვილმა შეარჩია არ არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი თავჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, რომელიც კონკურსში ასევე იღებდა მონაწილეობას.
კანდიდატებს შროსი, რომელიც პრეზიდენტმა შეარჩია თამარ ალფაიძე და რევაზ ეგაძე არიან. რაც შეეხება ცესკოს წევრის ერთთანამდებობაზე, პრეზიდენტმა პარლამენტს ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები წარუდგინა.
რაც შეეხება ცესკოს მეორე წევრის თანამდებობას, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჩატარებული ღია კონკურსის შედეგად პრეზიდენტის მიერ ვერ შეირჩა შესაბამისი კანდიდატურები.
აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 5 აგვისტოს N05/08/01 განკარგულებით ცხადდება ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი ხელახალი კონკურსი და იქმნება საკონკურსო კომისია.