ახალი ამბები

“ბაიდენმა ზურაბიშვილს გულთბილი მოკითხვა შემოუთვალა” – აშშ-ის ახალი ელჩი

12 ოქტომბერი, 2023 • 1807
“ბაიდენმა ზურაბიშვილს გულთბილი მოკითხვა შემოუთვალა” – აშშ-ის ახალი ელჩი

აშში-ს ახალი ელჩი საქართველოში რობინ დანიგენი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. პრეზიდენტმა მას ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა.

“[დანიგენმა] აღნიშნა, რომ მისთვის პატივია წარმოადგინოს ამერიკის პრეზიდენტი ბაიდენი და ელის მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს პრეზიდენტთან, მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანა ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ ისწრაფვის”, – ვკითხულობთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სალომე ზურაბიშვილს “გულთბილი მოკითხვა შემოუთვალა და მას და ქართველ ხალხს კეთილდღეობა უსურვა“.

აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი საქართელოში დღეს, 12 ოქტომბერს ჩამოფრინდა. მან ამ თანამდებობაზე კელი დეგნანი შეცვალა.

დანიგანი უკვე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს. რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ დანიგანსა და დარჩიაშვილს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ჩატარდა.

“რობინ დანიგენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე  საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა”, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, საქართელოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გარდა, დიპლომატებს შორის საუბარი შეეხო ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებას და რეგიონულ უსაფრთხოებას.

რობინ დანიგენი და ილია დარჩიაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი