ახალი ამბები

მეუფე იაკობი გახარიაზე: „თუ რამე წინსვლა ზემოთ დაიწყო, ჩამოვაგდებთ“

29 დეკემბერი, 2018 • 5621
მეუფე იაკობი გახარიაზე: „თუ რამე წინსვლა ზემოთ დაიწყო, ჩამოვაგდებთ“

“გახარიასთან მე არა მაქვს ნორმალური ურთიერთობა რა. არ არის ისეთი რაღაცა, ვიღაცას რაღაცა ვაპატიო რა, რაც საპატიებელი არ არის”, – ეს სიტყვები ეკუთვნის ილია მეორის ქორეპისკოპისს, მეუფე იაკობს. მან, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიაზე, ტვ პირველთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ცოტა ხნის წინ ისაუბრა.

“კანონპროექტი – ეს არაფერი არ არის, იმასთან შედარებით, რასაც [გახარია] აპირებდა. ხელმძღვანელობამ რომ გაუგოს, ალბათ, მოიშორებენ.

გახარია ჩემთვის არ არის ისა… ჩვეულებრივი მოსკოვის კაცია ჩემთვის. თუ რამე წინსვლა ზემოთ დაიწყო, ჩამოვაგდებთ იმიდან…”

ჟურნალისტის კითხვაზე, “ანუ როგორც არის მოლოდინები, ის პრემიერი ვერ გახდება?” მეუფე იაკობი პასუხობს:

“თითონ შეხედოს გახდება თუ ვერ გახდება. ვერ გახდება. თუ მაგი გახდა ხომ, ეკლესიასთან მთავრობას დიდი პრობლემა ექნება. მაგას იქ არ გავუშვებ, სადაც უნდა წასვლა… ზემოთ უნდა, პერმიერობა უნდა. არ გავუშვებ მაგ იმაზე, იმიტომ რომ არ შეიძლება რა მაგ მენტალობის ადამიანი ის იყოს… თან შს მინისტრი გამოდის და პნალზე რო ყვება თვითონ უნდა შერცხვეს”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი