ახალი ამბები

გიზის პირამიდებთან ახლოს, ტურისტების ავტობუსთან, ბომბი აფეთქდა – არის მსხვერპლი

28 დეკემბერი, 2018 • 3150
გიზის პირამიდებთან ახლოს, ტურისტების ავტობუსთან, ბომბი აფეთქდა – არის მსხვერპლი

ეგვიპტეში, გიზის პირამიდებთან ახლოს მსხვერპლით დასრულდა აფეთქება, რომლის სამიზნეც ტურისტების ავტობუსი იყო.

ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარის შედეგად ავტობუსში მყოფი ორი ვიეტნამელი ტურისტი დაიღუპა, 12 ადამიანი კი დაშავდა.

აფეთქება ადგილობრივი დროით 18:15-ზე, გიზაში, ეგვიპტის დედაქალაქ კაიროსთან ახლოს მოხდა. BBC-ის ინფორმაციით, ბომბი კედლის უკან იყო განთავსებული და მაშინ ამოქმედდა, როცა გზაზე ტურისტების ავტობუსი გამოჩნდა.

დაშავებულებს შორის ორი ეგვიპტელია, რომელთაგან ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლია. ისინი, სხვა დაშავებულებთან ერთად, ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაანაწილეს.

ტურიზმი ეგვიპტის ეკონომიკის შემოსავლის ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს, გიზის პირამიდები კი ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი