მხარეები იმსჯელებენ, თუ როგორ განვითარდება საქართველოსა და რუსეთს შორის ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, როცა ძლაში შევა ევროკავშირთან 2014 წლის 27 ივნისს მოწერილი ხელშეკრულება ასოცირების შესახებ.  

 

ეკონომიკური ექსპერტების შეხვედრიდან ორი დღის შემდეგ, 2014 წლის 9 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის და  სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე შეხვედრა გამართავენ.

 

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებას, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნასაც ითვალისიწნებს, მხარეებმა 2014 წილს 27 ივნისს მოაწერეს ხელი. დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია ბრიუსელში გაიმართა. საქართველოს მხრიდან მას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა.

 
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რუსეთში საქართველოდან 134 ტონა ხილის ექსპორტი განხორციელდა.
 
შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, 2013 წლის 28 ივნისიდან, რუსეთში დაბალი რისკის შემცველი პროდუქცია ჩაი, დაფნა, ჩირი შევიდა.

 

2013 წლის 14 ოქტომბრიდან საქართველომ თხილის, ციტრუსის, ყურძნის, ვაშლის, მსხლისა და კომშის ექსპორტი განახორციელა რუსეთში.

 

2014 წლის 26 მაისიდან რუსეთში საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალს მაღალი ფიტოსანიტარიული რისკის მქონე მცენარეული წარმოშობის ქართული პროდუქტი – ახალი კარტოფილი (გარეცხილი, სამომხმარებლო შეფუთვით), პომიდორი, კიტრი, კომბოსტო, ბადრიჯანი,ბალი, ალუბალი, გარგარი, ატამი, ქლიავი, ხურმა, კივი, კენკროვნები დაემატა.

 

 დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2014 წლის იანვარ-მაისში 1429 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2013 წლის იანვარ-მაისთან შედარებით 11 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტმა 628 მლნ. აშშ დოლარს (13 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა 802 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (10 პროცენტით მეტი).


საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 32 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში- 53 პროცენტი და იმპორტში- 24 პროცენტი. (2013 წლის იანვარ-მაისში შესაბამისად 33, 55 და 25 პროცენტი). 2014 წლის იანვარ-მაისში, დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 8 პროცენტი (2013 წლის იანვარ-მაისში 9 პროცენტი).

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *