ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა 20 000 ლარის ღირებულების უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოიღო

27 დეკემბერი, 2018 • 1131
საგამოძიებო სამსახურმა 20 000 ლარის ღირებულების უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოიღო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ოთხი  ფაქტი გამოავლინა.

თბილისსა და სამეგრელოში  საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი და ელექტროსიგარეტისთვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმი ამოიღო. ქვემო ქართლში გატარებული ღონისძიებების შედეგად კი, უწყების განცხადებით,  დადგინდა, რომ გამშვები პუნქტის „სადახლო“ გავლით, მატარებლის ვაგონში მოწყობილი სამალავის მეშვეობით ხდებოდა „HEETS“-ის ფირმის უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა.

საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 4  598 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და 1 090 კოლოფი „HEETS“-ის ფირმის თამბაქოს ნაწარმი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 20 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე  ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი