ჭიაბერაშვილის განცხადებით, ამის მიზეზი ის არის, რომ კომისიისაგან ადეკვატური განმარტებები ვერ მოისმინა:
“ჩვენ ბოლო სამი თვის განმავლობაში ვცდილობთ, რომ როგორც კომისიისაგან, ისე იუსტიციის მინისტრისაგან რაიმე ადეკვატური განცხადება მოვისმინოთ. მაგრამ სამწუხაროდ აქ ყოველთვის ხდებოდა ერთიდაიგივ რამ, პროკურატურის უკანონო ქმედებების გამართლება, აბსოლიტურად ცინიკური მეთოდებით. დღესაც იგივეს ჰქონდა ადგილი” – განაცხადა ჭიაბრაშვილმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა რომ კომისიის სხდომაზე აღიარეს, რომ გიგი უგულავას დაკითხვაზე დაბარება იყო მორატორიუმის დარღვევა, სხდომაზე მაინც შეეცადნენ პროკუარტურის ქმედების გამართლებას:
“ეს არის დადასტურება, რომ უწყებათაშორისი კომისია არის უმოქმედო და მხოლოდ პროკურატურის ქმედების გამართლებას ემსახურება”.
ჭიაბერაშვილის განცხადებით, დაესწრება თუ არა შემდეგ სხდომას ამ საკითხზე “ნაციონალურ მოძრაობის” წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა “სამხურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვის” ბრალდებით გიგი უგულავა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. მას ბრალი 30 ივნისს წარედგინა.
