ახალი ამბები

უგულავა: საქართველოს შავი ჭირი უდგას ივანიშვილის სახით

7 ივლისი, 2014 • • 1219
უგულავა: საქართველოს შავი ჭირი უდგას ივანიშვილის სახით

გიგი უგულავა არჩევნების მეორე ტურის საკითხს ტელეკომპანია “იმედის” გასხვისების საქმეზე გამართულ სასაართლო სხდომაზე გამოეხმაურა:

 

“ცესკომ სრულიად უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. გავიგე, რომ 12 ივლისს დანიშნეს არჩევნების მეორე ტური, ეს არის ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილება, რადგან, რაც სწრაფად გაიმართება მეორე ტური, მათთვის უკეთესია. მინდა ყველა თბილისელს გთხოვოთ, რომ ყველაზე მტკიცე მხარდაჭერა იქნება არჩევნებზე მისვლა და ოპოზიციის მხარდაჭერა. ეს იქნება ერთადერთი პასუხი იმ თავხედობაზე და აღვირახსნილობაზე, რაც ხდება. საქართველოს შავი ჭირი უდგას ივანიშვილის სახით, ეს არის ჟამიანობა, მაგრამ ისიც გადაივლის, როგორც ყველა ჟამიანობა,”– განაცხადა უგულავამ და იქვე აღნიშნა, რომ არა მარტო თბილისს, არამედ ყველა იმ  მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს მიმარათავს, სადაც მეორე ტური იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი