ახალი ამბები

გახარია: დეპუტატებზე თავდამსხმელი დაკავებულია, “სუსის აგენტი”

21 დეკემბერი, 2018 • 2323
გახარია: დეპუტატებზე თავდამსხმელი დაკავებულია, “სუსის აგენტი”

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც 18 დეკემბერს გურჯაანში დეპუტატ სოფო ქაცარავას ავტომობილი დააზიანა:

“ახლახან შემატყობინეს, რომ ჩვენს დეპუტატებზე თავდამსხმელი დაკავებულია, “სუს-ის აგენტი”, – ამბობს გახარია.

მანამდე, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერმა, გიგი უგულავავამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პირი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს თელავში დეპუტატ სოფო ქაცარავას ავტომობილი დააზიანა, პროვოკატორია. მისივე თქმით, აღნიშნიული პირი 2 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე პროვოკაციას აწყობდა.

უგულავას მიერ დასახელებული დღემდე არაიდენტიფიცირებული პირი ნეტგაზეთის რეპორტიორმაც გადაიღო 2 დეკემბერს, პარლამენტთან, ოპოზიციის აქციაზე მომხდარი ინციდენტისას. ის აქციაზე პროდასავლურ კურსს აკრიტიკებდა და იქ მყოფებს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენისკენ მოუწოდებდა. ამ ინციდენტისას უცნობი კაცი გინებითა და პროვოკატორის ძახილით გაიყვანეს რუსთაველის გამზირიდან.

გიგი უგულავას განცხადებით, მმართველი პარტია თელავის ინციდენტს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ იყენებს ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის.

ვრცლად ამ თემაზე წიკითხეთ:

ის პირი, ვინც დეპუტატ ქაცარავას ავტომობილი დაუზიანა, პროვოკატორია – უგულავა

მასალების გადაბეჭდვის წესი