ახალი ამბები

“მორალური პასუხისმგებლობაც რომ აღმოჩნდეს…” – ბატიაშვილის კომენტარი კერზაიას საქმეზე

20 დეკემბერი, 2018 • 1687
“მორალური პასუხისმგებლობაც რომ აღმოჩნდეს…” – ბატიაშვილის კომენტარი კერზაიას საქმეზე

ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ სამინისტროს ნებისმიერი თანამშრომელი, მათ შორის პირადად მინისტრიც, მზადაა პასუხი აგოს, თუ “რაიმე იქნება გამოვლენილი”. ზუგდიდის საჯარო სკოლის დირექტორის შესაძლო პოლიტიკური ნიშნით დევნის საკითხთან დაკავშირებით მინისტრმა პირველი კომენტარი დღეს გააკეთა მანამდე ამ საკითხის შესახებ განცხადებებს სამინისტრო აკეთებდა.

“ასევე მინდა გითხრათ, რომ არამარტო იურიდიულის შემთხვევაში, თუნდაც მორლაური პასუხისმგებლობაც რომ აღმოჩნდეს, ნებისმიერი ადამიანი მზად ვართ, რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენი გადაწყვეტილება მივიღოთ”, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

ამავე თემაზე

ინტელექტ-კლუბის დეპუტატი წევრები ია კერზაიას საქმეზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

“ევროპული საქართველო” ია კერზაიას საკითხზე განათლების მინისტრს პარლამენტში იბარებს

მასალების გადაბეჭდვის წესი