“ეს სულაც არ არის შემაშფოთებელი განცხადება, სხვას რას უნდა ველოდეთ?! თამამად შემიძლია გითხრათ, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოქალაქეების საკმაო რაოდენობა იმედით უყურებს საქართველოს სვლას დასავლეთისკენ, იმიტომ, რომ მათ უკვე საკმაოდ დიდი დოზებით აქვთ რუსეთი მიღებული. ამიტომ ჰაჯიმბას განცხადება, თითქოს უფრო მეტად დავუახლოვდებით რუსეთს, ღიმილის მომგვრელია. პირიქით, რაც დღეს ხდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ეს არის რუსეთიდან ჩამოშორება.

 

გულწრფელად ვთქვათ, რომ ამაში არ იგულისხმება საქართველოსკენ სწრაფვა, მაგრამ ის, რომ საქართველო სთავაზობს მას არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპას მასთან ერთად, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის. მაქსიმუმ ორ წელიწადში, როცა რეალურად ამუშავდება სავიზო რეჟიმი, აი, მერე ვნახოთ როგორ ილაპარაკებს ჰაჯიმბა.” 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *