ახალი ამბებისამართალი

სროლა ვაკეში – დაკავებულია 3 პირი

19 დეკემბერი, 2018 • 3267
სროლა ვაკეში – დაკავებულია 3 პირი

რამდენიმე დღის წინ ვაკეში ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რასაც რამდენჯერმე გასროლა მოჰყვა ცეცხლსასროლი იარაღიდან, თუმცა არავინ დაშავებულა. პოლიციამ სამი პირი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, 16 ნომერში, ურთიერთშელაპარაკება მოხდა დ.კ-ს, 1992 წელს დაბადებულ ი..-სა და 1997 წელს დაბადებულ ზ.რ-ს შორის, რა დროსაც დ.კ-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.

შსს-ს განცხადებით, შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ სამართალდამცველები და ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც გაისროლეს:

“ზ.რ-მ და დ.კ-მ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც ორივე პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.”

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1992 წელს დაბადებულ დ.კ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით წაუყენეს ბრალი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი