ახალი ამბები

კაშიას სამკლაური 800-ად, ტოჩინოშინის კიმონო 3000 ლარად გაიყიდა — საქველმოქმედო აუქციონი

18 დეკემბერი, 2018 • 1833
კაშიას სამკლაური 800-ად, ტოჩინოშინის კიმონო 3000 ლარად გაიყიდა — საქველმოქმედო აუქციონი

18 დეკემბერს საქველმოქმედო აუქციონზე გაიყიდა ქართველი სპორტსმენების კუთვნილი ნივთები.

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ჩოგანი, რომლითაც მას მოგებული ჰქონდა ჰამბურგის პირველობა და შანხაის მასტერსი — 9 000 ლარად გაიყიდა;

სუმოისტი ლევან გორგოძის, იგივე ტოჩინოშინის კიმონო და ობი (ქამარი) — 3 000 ლარად;

მისივე ფეხსაცმელი — 1 100 ლარად, ნახატი პორტრეტითა და ავტოგრაფით კი — 800 ლარად;

გურამ კაშიას სამკლაური, რომელიც ჰოლანდიურ კლუბ ვიტესში ერთ-ერთი თამაშისას ეკეთა — 800 ლარად;

საქველმოქმედო აუქციონი  18 დეკემბერს გამართა კომპანია PRMC-მ სამხრეთ ოსეთთან დე ფაქტო საზღვართან, მდებარე სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლის დასახმარებლად.

ტოჩინოშინის ფეხსაცმელი. ფოტო: შალვა ოგბაიძის ფეისბუკი

ტოჩინოშინის კიმონო. ფოტო: შალვა ოგბაიძის ფეისბუკი

ნიკოლოზ ბასილაშვილის ჩოგანი. ფოტო: შალვა ოგბაიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი