ახალი ამბები

რატომ არ იყო პრეზიდენტი ამბასადორიალზე – ლაშა ჟვანიას განმარტება

18 დეკემბერი, 2018 • 1355
რატომ არ იყო პრეზიდენტი ამბასადორიალზე – ლაშა ჟვანიას განმარტება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლაშა ჟვანიას თქმით, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დღეს ამბასადორიალზე არ მივიდა, ელჩებს აუცილებლად შეხვდება, ოღონდ სხვა ფორმატში.

“ამბასადორიალი პირველად ირაკლი მენაღარიშვილმა დააარსა 1995 წელს, შემდგომში ამბასადორიალი მინავლდა, არ ტარდებოდა თითქმის და ამბასადორიალი სალომე ზურაბიშვილმა გააცოცხლა 2004 წელს. პირველად თბილისსა და ბათუმში ჩაატარა, ხოლო შემდეგში- ბორჯომში მეორე წელს”, – განაცხადა ჟვანიამ.

“ამბასადორიალთან დაკავშირებით ქალბატონი სალომე რომ არ იყო და ვერ იყო, ეს იმიტომ, რომ დღეს თქვენთან ერთად არის და დილას სხვა შეხვედრები ჰქონდა”, – უთხრა ჟვანიამ ჟურნალისტებს ათონელზე მდებარე ადმინისტრაციაში, სადაც დღეს სალომე ზურაბიშვილი მივიდა.

ამავე თემაზე

საქართველოს პრეზიდენტი ამბასადორიალზე არ მივიდა

მასალების გადაბეჭდვის წესი