სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე ფიცი დადო. აღნიშნულის შემდეგ ის უკვე საქართველოს პრეზიდენტია.
ცერემონია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში ცოტა ხნის წინ დაიწყო.
ღონისძიებას 1 800-მდე სტუმარი ესწრება.
პარალელურად, თელავისკენ გადაადგილებას ცდილობს ოპოზიციის მხარდამჭერთა კოლონა, რომელთაც გზად არაერთი პრობლემა შეექმნათ. რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება პოლიციასთან.