ახალი ამბები

ზურაბიშვილის ინაუგურაციას 1 800 ადამიანი დაესწრება, ისინი ფეხზე იდგებიან

15 დეკემბერი, 2018 • 2425
ზურაბიშვილის ინაუგურაციას 1 800 ადამიანი დაესწრება, ისინი ფეხზე იდგებიან

16 დეკემბერს, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას 1 800 ადამიანი დაესწრება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა და ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა კახა კახიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს განუცხადა.

მისივე თქმით, თითქმის ყველა სტუმარი, ვისაც ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს, ფეხზე იდგება, რათა პროცესში მონაწილეობა მეტმა ადამიანმა შეძლოს.

„ყველა აბსოლუტურად – პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები ინაუგურაციაში მიიღებენ მონაწილეობას ფეხზე დგომით, ვინაიდან მიეცეთ საშუალება უფრო მეტ ადამიანს, მიიღონ საინაუგურაციო პროცესში მონაწილეობა.

სკამები იქნება მხოლოდ მისი უწმინდესობისთვის, კონფესიის წარმომადგენლობისთვის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ხანდაზმული ადამიანებისთვის”, – განაცხადა მან.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში გაიმართება.

ინაუგურაციას სხვა ქვეყნების მეთაურებიდან მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი დაესწრება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი