ახალი ამბები

„ოცნებამ“ წასულების ნაცვლად კომიტეტების თავმჯდომარედ ახალი დეპუტატები დაასახელა

14 სექტემბერი, 2022 • 1328
„ოცნებამ“ წასულების ნაცვლად კომიტეტების თავმჯდომარედ ახალი დეპუტატები დაასახელა

„ქართულმა ოცნებამ“, პარტიიდან წასული დეპუტატების ნაცვლად, პარლამენტის სამი კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატები წარადგინა.

კერძოდ, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტს შემდეგი კანდიდატები წარუდგინა:

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ კახი კახიშვილი,
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ ირაკლი მეძმარიაშვილი,
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ზაზა ლომინაძე.

პარლამენტში 3 კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო თანამდებობები დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და სოზარ სუბარმა დატოვეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი