ახალი ამბები

კობახიძე: კახიშვილს ორი კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ, თუმცა უარი თქვა

14 მაისი, 2021 •
კობახიძე: კახიშვილს ორი კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ, თუმცა უარი თქვა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კახა კახიშვილს ორი საპაარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეობა შესთავაზეს, თუმცა უარი თავად კახიშვილმა თქვა.

კობახიძე აღნიშნავს, რომ თუ “ქართული ოცნების” დეპუტატს სხვადსხვა მიმართულებით უფრო აქტიურად ჩართულობის ინტერესი ექნება, მასთან კონსულტაციებს გამართავენ:

“შემიძლია ერთი საიდუმლო გაგიმხილოთ, როდესაც ყალიბდებოდა პარლამენტი არჩევნების შემდეგ, მას ორი სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო… მას ჰქონდა ალბათ თავისი მიზეზი, მან თქვა უარი. თუ არის რაიმე ინტერესი, სხვადსხვა მიმართულებით უფრო აქტიურად იყოს ჩართული, ის საკმაო გამოცდილების მქონე გუნდის წევრია და, შესაბამისად, გვექნება მასთან კონსულტაცია” ,- თქვა ირაკლი კობახიძემ.

გუშინ, 13 მაისს “ქართული ოცნების” დეპუტატმა კახა კახიშვილმა “პალიტრანიუსთან” იმ პრობლემზებზე ისაუბრა, რასაც საპარლამენტო საქმიანობისას აწყდება და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ნაკლებობაზე და ბიუროკრატიულ ბარიერებზე გაამახვილა ყურადღება.

ამასთან, კახიშვილმა თქვა, რომ არაფერია გამორიცხული, მათ შორის არც ის, რომ “ქართული ოცნება” დატოვოს. თუმცა აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში სხვა პარტიას არ შეუერთდება.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

კახიშვილის თქმით, თუ “ოცნებას” დატოვებს, სხვა პარტიას არ შეურთდება

მასალების გადაბეჭდვის წესი