2014 წლის 26 მაისიდან რუსეთში საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალს მაღალი ფიტოსანიტარიული რისკის მქონე მცენარეული წარმოშობის ქართული პროდუქტი – ახალი კარტოფილი (გარეცხილი, სამომხმარებლო შეფუთვით), პომიდორი, კიტრი, კომბოსტო, ბადრიჯანი, ბალი, ალუბალი, გარგარი, ატამი, ქლიავი, ხურმა, კივი, კენკროვნები დაემატა. აღნიშნულმა პროდუქციამ საექსპორტო პარტიების ფორმირებამდე უნდა გაიაროს ფიტოსანიტარიული კონტროლი, რაც დაადასტურებს, რომ ქართული პროდუქტი არ შეიცავს ფიტოსანიტარიულ რისკებს.

 

რუსეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი რუსეთის ფედერაციის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის ალექსი საურინისა და საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა. კახეთის შემდეგ რუსი სპეციალისტები გორში ჩავლენ.

 

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ფერმერებს, ნუ ეცდებიან ხილ-ბოსტნეულის თვითნებურად გატანას რუსეთის ფედერაციაში და საჭირო პროცედურების გასავლელად მიმართონ შესაბამის სამსახურებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *