ნეტგაზეთი | ხეოფსის პირამიდაზე შიშველი წყვილის ფოტოს გამო ეგვიპტე გამოძიებას იწყებს ხეოფსის პირამიდაზე შიშველი წყვილის ფოტოს გამო ეგვიპტე გამოძიებას იწყებს – Netgazeti
RU | GE  

ხეოფსის პირამიდაზე შიშველი წყვილის ფოტოს გამო ეგვიპტე გამოძიებას იწყებს

ფოტოს გამო, რომელზეც ხეოფსის პირამიდის თავზე ერთად დაწოლილი შიშველი ქალი და კაცი არიან აღბეჭდილი, ეგვიპტის სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიება დაიწყეს. ამის შესახებ CNN წერს.

თავდაპირველად, ეგვიპტის ოფიციალური უწყებები ფოტოს ყალბს უწოდებდენ, თუმცა, ფოტოსთან ერთად, ფოტოგრაფმა ანდრეას ჰვიდმა 3-წუთიანი ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც ღამით ქალთან ერთად ხეოფსის პირამიდაზე ძვრება.

ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ ადის წყვილი პირამიდაზე, ბოლოს კი ქალი მაისურს იხდის. ვიდეოს ბოლოს კი ნაჩვენებია ფოტო, სადაც წყვილი შიშველი წევს. ორიგინალი ვიდეო ამ დროისთვის ხელმიუწვდომელია, თუმცა ფოტოგრაფმა მისი შეცვლილი ვერსია Youtube-ის პირად ანგარიშზე მოგვიანებით გამოაქვეყნა.

გარდა იმისა, რომ ეგვიპტის ხელისუფლება წყვილს საჯარო სივრცეში ამორალურ ქცევას ედავება, მათი თქმით, გამოძიება იმ ფაქტსაც გაითვალისწინებს, რომ პირამიდაზე აძრომა საერთოდ აკრძალულია.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან