ახალი ამბები

იუსტიციის სახლთან “მარშის” და სხვების აქცია გრძელდება

11 დეკემბერი, 2018 • 1197
იუსტიციის სახლთან “მარშის” და სხვების აქცია გრძელდება

იუსტიციის სახლთან “ქართული მარშის” და მისი თანამოაზრე ორგანიზაციების აქცია დღის ბოლომდე გაგრძელდება.

იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, კონსტანტინე მორგოშიას თქმით,  ისინი პარასკევამდე აპირებენ ყოველდღიურად იუსტიციის სახლთან აქციების გამართვას. იუსტიციის სახლთან ამ დროისთვის რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფება.

დილიდან აქციის მონაწილეები ხმის გამაძლიერებლით საუბრობდნენ და საყვირებით ხმაურობდნენ.

ადგილზე მობილიზებულია ათზე მეტი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

სამართალდამცველები კორდონით უზრუნველყოფენ მოქალაქეების იუსტიციის სახლში უსაფრთხოდ შესვლას. გახსნილია შენობის მთავარი შესასვლელიც, სადაც პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი