ტურნირი 5 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა საქართველოში არსებულმა 32- მა წამყვანმა სადისტრიბუციო კომპანიამ მიიღო. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ კომპანია „აქვა გეო“ (წყალი სნო) და ვიმ ბილ დან საქართველო (სოფლის ნობათი, პეპსიკო )
დამსახურებული გამარჯვება კი მოიპოვა კომპანია – ვიმ ბილ დანმა
ტურნირის მიზანი იყო პროპაგანდა გაეწია ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის და გაეღრმავებინა ურთიერთობა ფრესკოს მომწოდებელ სადისტრიბუციო კომპანიებს შორის, სახელწოდებაც „ფრესკოს მეგობრობის თასი“ სწორედ აქედან გამომდინარეობს.
ჩემპიონატი წარმატებით ჩატარდა და ყველა წარმოდგენილმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა გამარჯვებისთვის.
გამარჯვებულ გუნდს გადაეცა ფრესკოს მეგობრობის თასი და ფულადი პრიზი 1500 ლარის ოდენობით
მეორე ადგილის მფლობელს – 500 ლარის ოდენობის ფრესკოს ვაუჩერები.
ასევე გამოვლინდა 19 გამარჯვებული სხვადასხვა ნომინაციებში, რომლებსაც გადაეცათ სიგეელები.
„ფრესკოს მეგობრობის თასს“ შემოურთდა და ნომინაციებისთვის პრიზები დააწესა შემდეგმა კომმპანიებმა: ტეგეტა მოტორსი, ახალი ნათება, რესტორანი ფრესკა, რესტორანი ბარაკონი, საიუვილერიო ნაწარმის კომპანია დელფოსი, ავტომანქანის აქსესურების კომპანია ქარ მარტი.
სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო მადლობა უხდის ყველა მონაწილე კომპანიას და გვპირდება, რომ „ფრესკოს მეგობრობის თასი“ ყოვლეწლიურ ხასიათს მიიღებს.
სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“საქართველოს ბაზარზე 2011 წლიდანაა წარმოდგენილია და დღეისათვის სამ მსხვილ სუპერმარკეტს ფლობს ვარკეთილში, მუხიანსა და ორთაჭალაში, ხოლო წლის ბოლომდე იგეგმება კიდევ სამი ახალი სუპერმარკეტის გახსნა საბურთალოზე, ჩუღურეთსა და ნაძალადევში.
2015 წლის განმავლობაში კომპანია ქსელს კიდევ უფრო გააფართოებს და 2015 წლის ბოლოს „ფრესკო“ ბაზარზე უკვე საკუთრებაში არსებული 10 სუპერმარკეტით იქნება წარმოდგენილი.
საქართველოში ყველაზე დაბალ ფასები, მაღალი დონის მომსახურება, პროდუქციის ფართო არჩევანი, სასიამოვნო გარემო, 24 საათიანი მომსახურება, ეს ის ძირითადი უპირატესობებია, რაც გამოარჩევს „ფრესკოს“ და საფუძველია მათი განაცხადისა იყოვნენ #1 კომპანია საქართველოს რითეილ ბაზარზე.