სტუდენტმა თბილისში 37 ათასი დოლარი იპოვა და პატრონს დაუბრუნა

სტუდენტმა კარინე ბაგარიანმა, რომელიც წარმოშობით ჯავახეთიდან არის და თბილისში სწავლობს, რამდენიმე დღის წინ დედაქალაქში 37 ათასი დოლარი იპოვა და პოლიციის დახმარებით პატრონს გადასცა.

ამ შემთხვევის შემდეგ ბაგარიანს საქართველოში სომხეთის ელჩმა რუბენ სადოიანმა უმასპინძლა. საელჩოს ცნობით, ელჩმა სადოიანმა მადლობა გადაუხადა კარინეს ასეთი პატიოსნების გამოხატვისთვის და ყველასათვის საუკეთესო მაგალითის მიცემისათვის. მან აღნიშნა, რომ დღევანდელ მსოფლიოში ასეთი ადამიანური ნაბიჯის ფაქტი ცხადყოფს, რომ პატიოსნება და სიკეთე ჯერ კიდევ არ არის გაუფასურებული და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენს ცხოვრებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.