ახალი ამბები

იმედის ეგზიტპოლის შედეგებით თბილისში დავით ნარმანია ლიდერობს

15 ივნისი, 2014 •
იმედის ეგზიტპოლის შედეგებით თბილისში დავით ნარმანია ლიდერობს

“იმედი”-სთვის ეგზიტპოლი კომპანია “ეისითი”-მ  ჩაატარა. ამავე კომპანიამ ჩაატარა ეგზიტპოლი ტელეკომპანია “იმედისთვის” 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს და ცდომილებამ დაახლოებით 4% შეადგინა.  ACT-ს მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით  საპრეზიდენტო არჩევნებზე  “ქართული ოცნების” კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების  68 % მიიღო, ხოლო  ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ  17.1 % მოაგროვა. საპრეზიდენტო არჩევნების  საბოლოო შემაჯამაბელი ოქმის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილმა მიიღო ხმების საერთო რაოდენობის 62,12%, დავით ბაქრაძემ – 21,72%.  “იმედი” ეგზიტპოლების პრეზენტაციისას 2013 წელს აცხადებდა, რომ ცდომილება მინიმალური იყო, თუმცა საბოლოოდ დაახლოებით 6% შეადგინა.

2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ცესკოს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით ხმების უმრავლესობა – 65.75% მიიღო მაშინდელმა მმართველმა პარტიამ – “ნაციონალურმა მოძრაობამ”, ოპოზიციის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: “გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება” – 11.94%, “ალიანსი საქართველოსთვის” (ი. ალასანია, ს. სუბარი, დ. უსუფაშვილი, დ. გამყრელიძე, ს. ზურაბიშვილი) – 9.19%, “ეროვნული საბჭო” – 6.77%,  თოფაძე-მრეწველები – 4.19%.

მასალების გადაბეჭდვის წესი