ტელეკომპანიას არ დაუკონკრეტებია, ასახავს თუ არა ეს მონაცემი მთელი საქართველოს შედეგს.
“იმედი”-სთვის ეგზიტპოლი კომპანია კომპანია “ეისითი”-მ ჩაატარა. ამავე კომპანიამ ჩაატარა ეგზიტპოლი ტელეკომპანია “იმედისთვის” 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს და ცდომილებამ დაახლოებით 4% შეადგინა. ACT-ს მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნებზე “ქართული ოცნების” კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 68 % მიიღო, ხოლო ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ 17.1 % მოაგროვა. საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შემაჯამაბელი ოქმის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილმა მიიღო ხმების საერთო რაოდენობის 62,12%, დავით ბაქრაძემ – 21,72%. “იმედი” ეგზიტპოლების პრეზენტაციისას 2013 წელს აცხადებდა, რომ ცდომილება მინიმალური იყო, თუმცა საბოლოოდ დაახლოებით 4% შეადგინა.
2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ცესკოს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით ხმების უმრავლესობა – 65.75% მიიღო მაშინდელმა მმართველმა პარტიამ – “ნაციონალურმა მოძრაობამ”, ოპოზიციის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: “გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება” – 11.94%, “ალიანსი საქართველოსთვის” (ი. ალასანია, ს. სუბარი, დ. უსუფაშვილი, დ. გამყრელიძე, ს. ზურაბიშვილი) – 9.19%, “ეროვნული საბჭო” – 6.77%, თოფაძე-მრეწველები – 4.19%.