ახალი ამბები

პრეზიდენტ ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია იქნება – 1tv.ge

5 დეკემბერი, 2018 • 3072
პრეზიდენტ ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია იქნება – 1tv.ge

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იქნება. ინფორმაციას ამის თაობაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი თავად დიმიტრი გაბუანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაბუნია სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული. ადვოკატთან დაკავშირებას “ნეტგაზეთი” ამ დრომდე ვერ ახერხებს.

დიმიტრი გაბუნია, როგორც ადვოკატი, სხვადასხვა დროს რამდენიმე გახმაურებულ საქმეში იყო ჩართული. მათ შორის იყო დიმიტრი ქუმსიშვილის, ზვიად დევდარიანის, მაკა ასათიანისა და სხვების ადვოკატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი