ახალი ამბები

გაერთიანებული ოპოზიცია რუსთაველზე აქციას მართავს[LIVE]

2 დეკემბერი, 2018 • 1572
გაერთიანებული ოპოზიცია რუსთაველზე აქციას მართავს[LIVE]

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, გაერთიანებული ოპოზიციის აქცია იწყება. დემონსტრაციის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.

ოპოზიციის მხარდამჭერები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე იკრიბებიან. მხარდამჭერები შეკრებას საქართველოს სხვადასხვა რაიონიდანაც შეუერთდნენ. ცოტა ხნის წინ აქციას შეუერტდა მოქალაქეთა ჯგუფი რუსთავიდან და მარნეულიდან, რომლებიც სკანდირებდნენ: “მიშა, მიშა!”

საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან უკვე იმყოფებიან “ძალა ერთობაშია”-ს ლიდერებიც, რომლებიც მედიასთან საუბრიას აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არ გამოხატავდა მოქალაქეთა ნებას, ვინაიდან პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ 29 ნოემბერს ჩატარებულ შეკრებაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს. სწორედ მაშინ დაანონსდა დღევანდელი აქციაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი