ახალი ამბები

თაკო ჩარკვიანზე თავდასხმის გამო ოთხი ადამიანია დაკავებული — შსს

1 დეკემბერი, 2018 • 1735
თაკო ჩარკვიანზე თავდასხმის გამო ოთხი ადამიანია დაკავებული — შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 4 ადამიანი დააკავეს გაერთიანებული ოპოზიციის წევრზე, თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმის ფაქტზე.

აქედან ერთი ადამიანი ძალადობის ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსით), ხოლო სამი — წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით (ადმინისტრაციული წესით).

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ჩარკვიანს და მის მეუღლეს სავარაუდოდ პოლიტიკური შეხედულებების გამო დაესხნენ თავს.

შსს-ის ცნობითვე, თავდამსხმელებისგან ერთ-ერთმა თაკო ჩარკვიანის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო სამი პირი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

“თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს თუმცა, სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს”, — წერს შსს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი