ნეტგაზეთი | მე მივდივარ კვირას აქციაზე – უგულავა მე მივდივარ კვირას აქციაზე – უგულავა – Netgazeti
RU | GE  

მე მივდივარ კვირას აქციაზე – უგულავა

გიგი უგულავა აცხადებს, რომ პირადად ის კვირას რუსთაველზე, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მიდის. დღეს ევროპულმა საქართველომ განაცხადა, რომ სოლიდარულია აქციის მონაწილეთა წუხილების მიმართ, ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა ვადამდელი პროპორციული საპარლამენტო არჩევნების იდეას, თუმცა თქვა, რომ ორგანიზაციულად დემონსტრაციას არ უერთდება.

“მეგობრებო, მინდა ჩემი პირადი სახელით განმარტება გავაკეთო. ჩვენი პარტია არაა აქციის ორგანიზატორი. ორგანიზატორობა სხვადასხვა ტიპის მოვალეობებს და ურთიერთობებს გულისხმობს პარტიებს შორის. მიმაჩნია, ხალხისთვის ამ ეტაპზე ეს ასპექტი არაარსებითია. ამიტომ ამაზე არ დავკონკრეტდები. მთავარია პარლამენტის პროპორციული არჩევნები. ჩვენ ყველა აქცია, როგორც ზეწოლის ფორმა, დისკუსიის ფორმატები (მათ შორის უმრავლესობასთან, რადგან გადაწყვეტილება მათი მისაღებია), საერთაშორისო ბერკეტები უნდა გამოვიყენოთ ამ მიზნისთვის. ამას ნიშნავს სწორედ, რომ ჩვენ ვართ კვირას დაგეგმილი აქციის მიმართ სოლიდარულები. მე პირადად ამ აქციაში ამ სულისკვეთებას ვხედავ. აქციებზე ყოველთვის გაისმის გვერდითი იდეები, არასწორი და ხშირად მიუღებელი განცხადებები. ეს თანმდევი პროცესია. ასეთი რამ, ცხადია, უნდა გავაპროტესტოთ, მაგრამ მთავარი თემიდან ფოკუსი არ უნდა გადავიტანოთ. პროპორციული საპარლამენტო არჩევნების გარშემო უნდა გავერთიანდეთ, სხვა თემებზე, ცხადია, გვექნება განსხვავებული პოზიციები. აქ ევროპული საქართველოს, როგორც საპარლამენტო უმცირესობის, როლი განსაკუთრებულია. ამიტომ მე მივდივარ კვირის აქციაზე”, – აცხადებს გიგი უგულავა.

ამავე თემაზე

ვაპირებ მივიდე კვირას დაგეგმილ აქციაზე – თენგიზ გუნავა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com